უსაფრთხოების ოფიცერი
Job description
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმში ( რუსთაველის #40) ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე! ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება; გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები; იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე; მოახდინოს კამერების მონიტორინგი ; ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა; შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს ; უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება; ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ორგანიზებული; გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ბათუმი, რუსთაველის #40 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1200 გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: კვებითი უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაზღვევა 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“ ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში; კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nuvhv/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!