უსაფრთხოების ოფიცერი
Job description
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე "ბელვიუ რეზიდენს ბათუმში". ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე! ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: ** შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება; ** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები; ** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე; ** მოახდინოს კამერების მონიტორინგი; ** ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვა; ** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს; ** უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ორგანიზებული; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ბათუმი , რუსთაველის #40 ** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: 1200 ლარი გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"; ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში; ** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; ** დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება; კომპანიის შესახებ: ** "ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: ** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!