TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

ავერსი-ფარმა Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

შპს " ავერსი-ფარმა " აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა; ** ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა; ** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ. უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დაკვირვებულობა; ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი; ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისადა მუშაობის უნარი. სამუშაო ლოკაცია: ** თბილისი, ლილო, დავით კობახიძის ქ. №33 ** თბილისი, ხუდადოვის ქ. №2 (გადასასვლელ ხიდთან) ** თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. №11 ** თბილისი, პუშკინის ქ. №3 (თავისუფლების მოედანთან) ** თბილისი, ყაზბეგის ქ. №16 ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1567); 574-11-33-08 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21.08.2026 წელი . შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/pzpi2XfJKA