TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უსაფრთხოების თანამშრომელი

უსაფრთხოების თანამშრომელი

Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე. ჩვენს მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მოვალეობები: ** თანამშრომლების დაცვა; ** ტერიტორიის მონიტორინგი ადგილზე ან კამერების საშუალებით; ** პრობლემური საკითხების აღწერა და უფროსისთვის რეპორტის სახით გაზიარება; ** პრობლემური სიტუაციების მართვა საჭიროების შესაბამისად; ** სხვადასხვა ცვლაში მუშაობა; ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მართვის მოწმობა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ფიზიკური გამძლეობა; ** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებას: 1600 ლარი გამოსაცდელ პერიოდში, 1800 ლარი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ; ** ტაქსის მომსახურებას თბილისის მასშტაბით; ** კვებას; ** კორპორატიულ დაზღვევას; ** მოქნილ გრაფიკს: 4 დღეში ერთხელ, 24-საათიანი ცვლა; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.