უსაფრთხოების თანამშრომელი
Job description
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი 12-საათიანი, 1 დღე 1 ღამე (2 დღე დასვენება) ** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს ** კვებით უზრუნველყოფას ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ანაზღაურება საათობრივი პირველი სამი თვე 1200 ლარი, 2 თვეში 1400 ლარიდან ძირითადი მოვალეობები: ** უზრუნველყოს სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოება ** სასტუმროს პარკინგის კონტროლი ** სასტუმროს კამერების მონიტორინგი ** სასტუმროს ტერიტორიაზე რეგულარული შემოვლების ჩატარება და აღმოჩენილი დარღვევების დაფიქსირება უნარ-ჩვევები და მოთხოვნები: ** ენერგიული, პოზიტიური ** პასუხისმგებლობიანი ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ ** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის "მარიოტ ინტერნეიშენალის" წევრია. "მარიოტ ინტერნეშენალი", როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება აპლიკაციები მიიღება 16 აგვისტომდე