UV პრინტერის დანადგარის ოპერატორი
Job description
სარეკლამო საწარმო " დეიზი ", რომელიც უკვე 24 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქციის წარმოება, პოლიგრაფიული მომსახურება, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება; კომპანია აცხადებს ვაკანსიას - UV პრინტერის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** დანადგარის მომართვა, პარამეტრების დაყენება/გასწორება; ** საბეჭდი ფაილის მომზადება და ბეჭდვის პროცესის კონტროლი; ** სხვადასხვა მასალებზე ბეჭდვის პროცესის შესრულება; ** შესრულებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** დანადგარის ყოველდღიური მოვლა; ჩვენი მოთხოვნებია: ** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ** Corel ცოდნა სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ვაკანსია შემდეგ მისამართზე: [email protected] კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. გაცნობებთ რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]