TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ველტის ხელმძღვანელი

ველტის ხელმძღვანელი

welt Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია " Welt" არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით. ჩვენი ვებსაიტი: https://welt.ge/ "ველტი" ახორციელებს: ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ველტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, ** სამუშაო საათები: 10:00-19:00; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** კომპანიის სტრატეგიული და ოპერაციული საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ეფექტური მართვა; ** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა დამტკიცებულ სტრატეგიასთან, შიდა რეგულაციებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან; ** კომერციული, ტექნიკური, ლოჯისტიკური და საცალო მიმართულებების კოორდინაცია და ეფექტური მართვა; ** დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია, პროცესების უწყვეტობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა; ** კომპანიის პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდის ინიცირება; ** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, ფინანსური მაჩვენებლების, KPI-ებისა და ** საოპერაციო შედეგების კონტროლი, პერიოდული ანგარიშგების წარდგენა ჰოლდინგის მენეჯმენტისთვის; ** კომერციული შედეგების ზრდის უზრუნველყოფა; ** საერთაშორისო მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, დამკვეთებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობების წარმართვა და კომპანიის წარმომადგენლობა; ** მნიშვნელოვანი კომერციული შეთავაზებების, ბიუჯეტების, ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის განხილვა, შეთანხმება და დამტკიცება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ** კონტრაქტების გაფორმების პროცესის ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში მათი ცვლილებებისა და განახლების მართვა; ** პროექტების დაწყებისთვის საჭირო შიდა კოორდინაციის უზრუნველყოფა, შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება და კონტროლი; ** კონტრაქტებთან, კომერციულ შეთავაზებებსა და პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემური მართვისა და არქივირების უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ** 15 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ** კომპანიის რეპუტაციის, მომხმარებლის გამოცდილებისა და ხარისხის სტანდარტების შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა; ** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი; ** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; ** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია გამოცდილება სამშენებლო, საინჟინრო (MEP), HVAC, ან B2B/B2C გაყიდვების სფეროში; ** კომერციული მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების და ბიზნეს-გეგმების შედგენის გამოცდილება; ** გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება; ** Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა; ** ERP/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის B2/C1 - დონეზე ცოდნა დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.