ვიდეოგრაფი
Job description
ციფრული მარკეტინგის სააგენტო "სთეფი" ეძებს ნიჭიერ, კრეატიულ და მოტივირებულ ვიდეოგრაფს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს და დაგვეხმარება პარტნიორი კომპანიებისთვის გამორჩეული ვიზუალური კონტენტის შექმნაში. ვაკანსია: ვიდეოგრაფი / Videographer ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნა (Reels, Stories, გრაფიკული ვიდეოები, და სხვა); ** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის სრული პროცესის მართვა ** კამერასთან და თანამედროვე გადამღებ ტექნიკასთან მუშაობა; ** ვიდეოების შექმნის პროცესში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე არსებული პროგრამების ეფექტურად გამოყენება; ** გუნდთან ერთად კონტენტის იდეების გენერირებასა და მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** დაკისრებული დავალებების განსაზღვრულ ვადებში (Deadline) ხარისხიანად შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** სტუდიური და გარე განათების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** დრონის მართვის უნარი (შესაბამისი ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ციფრულ მარკეტინგში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა; ** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00-დან 19:00-მდე); ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (პოზიცია არ არის დისტანციური); ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. როგორ მოგვმართოთ: თუ თვლით, რომ თქვენი უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვიდეოგრაფი". გისურვებთ წარმატებას!