TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აჭარის რეგიონალური ხელმძღვანელი

აჭარის რეგიონალური ხელმძღვანელი

კარგო პოლო ბათუმი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონალური ხელმძღვანელის თანამდებობაზე. "Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ. კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია. 2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, მართვა და მოტივირება; თანამშრომლების მუშაობის ხარისხის შეფასება და მათი განვითარების ხელშეწყობა; გაყიდვების სტრატეგიული მიზნების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; შემოსავლებისა და ბაზრის წილის ზრდაზე ორიენტირებული ეფექტური სტრატეგიების შემუშავება; ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს ანალიზი; გაყიდვების ინიციატივების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროებისამებრ მათი გაუმჯობესება; CRM პროცესებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვა; მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტებთან; რეგულარული რეპორტინგის მომზადება უფროსი მენეჯმენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით); მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ინგლისური და რუსული ენების ფლობა მაღალ დონეზე; MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია Copart, IAAI ან სხვა საავტომობილო აუქციონებთან მუშაობის გამოცდილება. გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი; სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება; დელეგირებისა და ეფექტური დაგეგმვის უნარი; მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის წარმართვის მაღალი უნარები; შედეგზე ორიენტირებული და ინიციატივიანი მიდგომა. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადახდა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში) + ბონუსური სისტემა; სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე ადგილმდებარეობა - ბათუმი, ფარნავაზ მეფის # 121. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]