TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორი

ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორი

ჯიარჯი თბილისი ქართული
Posted Jul 25, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია „ ჯიარჯი “ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. ვაკანსია – ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორი (HR Administrator) კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს HR ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვას, თანამშრომელთა დოკუმენტაციის სრულყოფილ ადმინისტრირებას და კომპანიის შიდა HR სერვისების ყოველდღიურ მხარდაჭერას. თუ გაქვთ HR ადმინისტრირების გამოცდილება, დოკუმენტაციასთან მუშაობა და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებით მონაცემების სიზუსტესა და კონფიდენციალურობას, გიწვევთ ჩვენს გუნდში. პოზიციის მიზანი HR ადმინისტრაციული პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა, თანამშრომელთა დოკუმენტაციის, მონაცემთა ბაზებისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ოპერაციების სიზუსტისა და წესრიგის უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპანიის შიდა ადმინისტრაციული HR სერვისების კოორდინაცია. სამუშაო გრაფიკი-სრული ტერიტორია-ვაკე ანაზღაურება-შეთანხმებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის ან სამართლის მიმართულებით); მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR ადმინისტრირებაში ან დოკუმენტბრუნვის სფეროში; შრომის კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა; MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel) დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება და მაღალი სიზუსტე; ორგანიზებულობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა. ძირითადი მოვალეობები HR ადმინისტრატორი პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების ადმინისტრაციული პროცესების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე და ასრულებს შემდეგ მოვალეობებს: HR ადმინისტრირება და დოკუმენტბრუნვა თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, განახლება, სისტემატიზაცია და არქივირება; თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, აღრიცხვა და უსაფრთხო შენახვა; თანამშრომელთა მიღება/გათავისუფლების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; თანამშრომელთა შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება და მონიტორინგი. თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების შეგროვება და კონტროლი; სახელფასო მონაცემების კონსოლიდაცია და Payroll ფაილის მომზადება; თანამშრომელთა რეგისტრაცია და ცვლილებების ასახვა შემოსავლების სამსახურის (RS) პორტალზე; HR მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და სიზუსტის კონტროლი; შიდა HR დოკუმენტაციის, ცნობებისა და ბრძანებების მომზადება თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია HR ადმინისტრაციულ საკითხებზე; თანამშრომლებზე გადაცემული ინვენტარის მატერიალური პასუხისმგებლობის დოკუმენტაციის მომზადება, ხელმოწერების უზრუნველყოფა და დაარქივება. მივლინებების ადმინისტრირება დასაქმებულთა მივლინებების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; მივლინების საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი სასტუმროებისა და საცხოვრებელი ფართების მოძიება; თანამშრომელთა დაბინავების უზრუნველყოფა; მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (ბრძანებები, განაცხადები, დამადასტურებელი დოკუმენტები); მომსახურების გამწევი კომპანიებიდან ინვოისების გამოთხოვა; გაწეული ხარჯების ყოველთვიური შედარება, კონტროლი და რეპორტინგი; მივლინებებთან დაკავშირებული ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების სრულყოფილი მხარდაჭერა კორპორატიული სერვისების ადმინისტრირება კომპანიის კორპორატიული სატელეფონო პაკეტების მართვა, ნომრების აღრიცხვა და ყოველთვიური რეპორტინგი; კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა — თანამშრომელთა დამატება, შეწყვეტა და მონაცემების განახლება; უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისების ადმინისტრირება და აღრიცხვა; დაზღვევის პროვაიდერებთან კომუნიკაცია და შესაბამისი სია-ანგარიშების მართვა ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის დოკუმენტური კონტროლი ობიექტებზე დასაქმებული თანამშრომლების HR დოკუმენტაციის მონიტორინგი; ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება; დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პერსონალის დოკუმენტაციის დროული წარდგენა. შრომითი ურთიერთობების ინფორმირება თითოეული დასაქმებულისთვის შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე მისი უფლება-მოვალეობების განმარტება; შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა; თანამშრომლებისთვის ბენეფიტების, შეზღუდვებისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გამჭვირვალედ გაცნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორი” . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.