ბარისტა/ბარისტას დამხმარე
Job description
VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას ბარისტა / ბარისტას დამხმარეს პოზიციაზე. მდებარეობა: ვაკე, აბაშიძის 29 ცვლები: 08:30–15:30 / 15:30–22:00 ანაზღაურება: 1000–1100 ₾ (გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით) მხოლოდ სერიოზული კანდიდატებისთვის. ბარისტობა ≠ ღილაკზე დაჭერა ბარისტობა = შედეგის კონტროლი (დრო, წონა, გემო) VICEVERSA-ში ვმუშაობთ Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებით, სადაც მთავარი პრიორიტეტია ყოველდღიურად სტაბილური და გამეორებადი შედეგის მიღება. ვასწავლით — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სურს სწავლა და პროფესიული განვითარება. ტრენინგი სრულად პრაქტიკულია და ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული. ვეძებთ ბარისტას — გამოცდილ ან მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ხარისხიან შედეგზე იმუშაოს. ბარისტას დამხმარეს — კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიის შესწავლა და ეტაპობრივად ბარისტად განვითარება. რას ისწავლი ჩვენთან პროცესის გაგებას და არა მხოლოდ რეცეპტის გამეორებას ესპრესოს ექსტრაქციის კონტროლს (დრო • წონა • ბალანსი) გემოს ყოველდღიურ სტაბილურობას უკუკავშირის მიღებას და მუდმივ განვითარებას ბარისტას მოვალეობები ცხელი და ცივი სასმელების მომზადება SCA სტანდარტების მიხედვით მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაცია შეკვეთების მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა სალაროსთან მუშაობა და ბალანსის კონტროლი სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა მარაგების კონტროლი და დროული შევსება აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა მენიუსა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ბარისტას დამხმარის მოვალეობები ბარისტის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა მარაგების შევსება და პროდუქციის მომზადება მომხმარებლის მომსახურებაში მხარდაჭერა ეტაპობრივად ბარისტის უნარების პრაქტიკული შესწავლა რას ველოდებით სწავლის რეალურ სურვილს დისციპლინასა და სიზუსტეს დეტალებზე ყურადღებას პიკის საათებში სტაბილურ მუშაობას პასუხისმგებლობას საკუთარ შედეგზე თუ ეს შენთვის არ არის თუ ყავა მხოლოდ სამუშაოა და არ გაინტერესებს მისი სიღრმისეულად შესწავლა — გთხოვ, CV არ გამოგზავნო. თუ მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და გახდე ძლიერი ბარისტა — გელოდებით ჩვენს გუნდში. CV/რეზიუმე: [email protected] Viber / WhatsApp: +995 597 09 66 60 / +995 595 28 68 68