TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიკრო საკრედიტო ექსპერტი

მიკრო საკრედიტო ექსპერტი

საქართველოს ბანკი კასპი ქართული
Posted Jul 25, 2026 13h ago apply by Aug 07, 2026

Job description

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე კასპში. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია; მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა; მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება. სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით. ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი. სავალდებულო ცოდნა, უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-eksperti-kaspi-kaspi-2j6taV?source=Hr.ge დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7 აგვისტო , 2026 წელი.