ადმინისტრატორი
Job description
ჩვენ ვართ "Botanique Beauty" - სილამაზის სალონთა ქსელი უნიკალური გარემოთი და მაღალი ხარისხით. ხელფასი დაახლოებით 1000-1200 ლარი მოქნილი გრაფიკი ამჟამად ვეძებთ ადმინისტრატორს ჩვენი გუნდისთვის. ადმინისტრატორის მოვალეობები: ** ჩვენი სტუმრების დახვედრა და გაცილება ** მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისების გაცნობა ** სტუმრების გამასპინძლება სასმლით და ვიზიტის განმავლობაში მათთვის ყურადღების მიქცევა ** სალაროსთან მუშაობა ** სალონის გახსნა და დახურვა ** სალონის მომზადება თანამშრომლებისა სტუმრებისთვის ** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა ** საჭირო პროდუქციის მარაგის დროულად შევსება ჩვენთვის იდეალური კანდიდატია: ** ის, ვინც იცის, რა არის კარგი სერვისი და მზადაა, გასცეს ის ** რომელსაც აქვს ადმინისტრატორის გამოცდილება ან კარგად ესმის მისი მოვალეობები ** ვისაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა ** უკვე დამთავრებული აქვს სასწავლებელი, ან სურს სწავლასთან შეთავსებით მუშაობა ** აქვს გამართული წერილობითი და ზეპირი მეტყველების უნარი ** შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა ** იცის ქართული, ინგლისური და რუსული ენები ** უყვარს საკუთარი სამსახური და ესმის მისი მნიშვნელობა სხვებისთვის ჩვენ ახალ თანამშრომელს ვთავაზობთ: ** უნიკალურ კორპორაციულ კულტურას ** განვითარების პერსპექტივას ** მეგობრულ გუნდს ** კონკურენტუნარიან ხელფასს + ბონუსს ** სილამაზის პაკეტს (უფასო მანიკიურს, სხვადასხვა ფასდაკლებებს) დაგვიკავშირდით: ** ნომერზე +995 555 56 85 85 ** მოგვწერეთ whatsapp-ზე ** გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სურათი ელფოსტაზე: [email protected] ** გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ ქსელებში შესაფერის კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე, ხოლო საუკეთესოებს მივიღებთ ჩვენს გუნდში.