TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

Monte Gudauri ყაზბეგი, გუდაური hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ლოკაცია: გუდაური ძირითადი მოვალეობები: სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება; სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება); სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა; შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სასტუმროს პროგრამაში (area.ly) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით; მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი გადამისამართება; გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. საჭირო უნარები: ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. კარგი კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა. პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით. გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას " გამოხმაურება " ღილაკის საშუალებით.