TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი

ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი

leaf Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Jul 15, 2026

Job description

ვაკანსია ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერის პოზიციაზე. განათლების ცენტრი " LEAF " არის ორგანიზაცია მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გუნდის წევრებმა თავისი მოღვაწეობის 18 წლის მანძილზე ასობით მოსწავლესა და სტუდენტს მისცეს საშუალება, გაეგრძელებინათ სწავლა საზღვარგარეთ, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო აპლიკაციებსა თუ ესსეებზე მუშაობასა და ასევე სასწავლო გრანტების მოპოვებაში. განათლების ცენტრი "LEAF" არაერთი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორია. ცენტრის მომსახურება მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გააგრძელონ სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ ინგლისურენოვან სასწავლებელში. ჩვენი მისია: სრულყოფილად დავეხმაროთ საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ პირებს მათზე მორგებული პროგრამის პოვნასა და შემდგომ წარმატებით ჩარიცხვაში. ჩვენი ხედვა: პოპულარიზაცია გავუწიოთ სწავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით და გავზარდოთ შესაძლებლობების აღქმის ცნობადობა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სეგმენტში. ჩვენი ღირებულებები: ** კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია თანამშრომელთა და მომხმარებელთა ინიციატივა ** განვითარებაზე ორიენტირებული გარემო - ახალი პროცესების დანერგვაზე ღიაობა, თანამშრომელთა და მომხმარებელთა პერსონალიზებული მხარდაჭერა ** საერთაშორისო პარტნიორობების დამყარება საგანმანათლებლო მიმართულებით ** გუნდური მუშაობა - კრიტიკული ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთობლივად მუშაობა, პრობლემების შესაძლებლობებად ქცევა, მეგობრული განწყობა, მცირერიცხოვანი გუნდი, სადაც თითოეულ ჩვენგანს მეტად აქვს თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობა განათლების ცენტრი LEAF აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი ს პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასწავლო პროცესების მართვა ** აკადემიურ მრჩევლებთან სტუდენტების შეხვედრების ორგანიზება ** პირველადი კომუნიკაცია სტუდენტებთან ** სასწავლო კურსების ხელშეკრულებების წარმოება და გადახდის ვადების კონტროლი (College Counseling, ბანაკები, ენის კურსები) ** ჩატარებული გაკვეთილების საათებისა და სტუდენტების აღრიცხვის წარმოება პედაგოგებთან კომუნიკაციით და ფინანსური სამსახურისთვის მიწოდება ** დიაგნოსტიკური ტესტირებების მართვა ** შემომავალი კორესპონდენციის (ზარები, ფოსტა, ელ.ფოსტა) მენეჯმენტი ** სტუდენტთა ბაზის მართვა ** საერთაშორისო განათლების გამოფენების ორგანიზებაში ჩართულობა ** საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობა ** საზოგადოებასთან ურთიერთობა ** კომუნიკაბელურობა ** დროის მართვის უნარი ** გუნდური მუშაობის სურვილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ** ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ** სამუშაო გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო სფეროში) ** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel, PowerPoint, Google Drive, Google Docs, Google Meet, Zoom) პირობები: ** ანაზღაურება: ხელფასი შეთანხმდება შერჩეულ კანდიდატთან. ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება) ** სამუშაო ადგილი: გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. CV უნდა გამოაგზავნოთ 2026 წლის 15 ივლისამდე .