TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აღმზრდელის ასისტენტი

აღმზრდელის ასისტენტი

საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ თბილისი ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 11, 2026

Job description

საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს კონკურს აღმზრდელის ასისტენტის ვაკანსიაზე . თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლს მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.დაცვა. ფუნქცია-მოვალეობები: აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში; აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება; აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი; კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება; სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა; ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება პროფესიული ან/და ზოგადი განათლება, სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ; პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის გრძნობა; მზრუნველობა; ყურადღებიანობა; დაკვირვებულობა. აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 900-დან 1000 ლარამდე საზღვრებში. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] საბავშვო ბაღი მდებარეობს, მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9. საკონტაქო ნომერი: +995 599081441