ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
Job description
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით); ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა; დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით): ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა; ფასს სტანდარტების ცოდნა; საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა. მოვალეობები: ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში; საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა; მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება; საუკეთესო სამუშაო პირობებს; უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში; სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად; სამუშაოს ტიპი: სრული; სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე) სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. შერჩევის პროცედურა: 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.