TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დამწყები აუდიტორი

დამწყები აუდიტორი

აუდიტორული კომპანია TaxInfo თბილისი ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 08, 2026

Job description

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით); ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა; დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით): ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა); ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა; ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა); ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა); რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა). მოვალეობები: ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში; საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა; მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება; საუკეთესო სამუშაო პირობებს; უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში; დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია. სამუშაოს ტიპი:სრული; სამუშაო ანაზღაურება:2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე) სამუშაო საათები:10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ); სამუშაო ადგილი:ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9სართული. შერჩევის პროცედურა: 1 ეტაპი:რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; 2 ეტაპი:შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; 3 ეტაპი:ფინალური გასაუბრება დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.