ანოტაციების სპეციალისტი
Job description
კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილი" პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას ანოტაციების სპეციალისტის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: მიღებული იმპორტირებული პროდუქციის კოდის მიხედვით ანოტაციის მოძიება ბაზაში; იმპორტირებულ პროდუქციაზე ანოტაციების განთავსება; საწყობში პროდუქციის გადაადგილება საჭიროების მიხედვით. ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: კვირაში 40 საათი; ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიდი დიღომი (ფარნავაზ მეფის გამზირი N1); ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 227184 გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sg2qUYbb