არქიტექტორი
Job description
არქიტექტურული კომპანია იქს-არქიტექტურა / X-Architecture წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს . ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები. ამჟამად ვეძებთ არქიტექტორს 3D მოდელირების გამოცდილებით, უშუალოდ Rhino 3D. რომელიც გაუძღვება კონცეპტუალური პროექტების დამუშავებას. ადგილმდებარეობა: თბილისი კატეგორია: არქიტექტურა დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი ძირითადი მოთხოვნები: გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი მსგავს პოზიციაზე. უნარები: დაგეგმვის და ორგანიზების უნარი. არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი. პრობლემასთან გამკლავების უნარი. შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი. გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი. პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი. განვითარებაზე ორიენტირებულობა. სამუშაოს აღწერა: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია; მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა; პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! www.x-architecture.co.uk ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად