არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტი
Job description
სს " ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი" (საქმიანობა: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტის (ელექტრომომარაგება, სუსტი დენები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან საინჟინრო (ნებისმიერი მიმართულება) ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით); ** სასურველია არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Archicad, Autocad; ** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp; ** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა; ** ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების და საინჟინრო პროექტირების სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო პროექტების ნახაზების შექმნა; ** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება. აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები: ** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; ** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; ** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი. ხელფასი შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით. თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი ( http://www.innosystems.ge ), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე. ტელეფონის ნომერი: 558 60 50 15; (032) 2 371 007