TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Automotive Service Advisor

Automotive Service Advisor

Peugeot Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 29, 2026 5 days ago

Job description

“პეჟო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის მრჩევლის პოზიციაზე პეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis -ის, შემადგენელ ბრენდს. შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი. ადგილმდებარეობა: „პეჟო საქართველო“, აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00 (ორ კვირაში ერთხელ). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შოურუმში შემოსული მომხმარებლის დახვედრა ბრენდის მომსახურების სტანდარტების დაცვით; მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა, მათზე ზრუნვა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; მომხმარებლის დარეგისტრირება სამუშაო პროგრამაში; კონსულტირება რეკომენდებულ სერვისებთან დაკავშირებით, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების კალკულაცია და ინვოისის მომზადება; საავტომობილო ნაწილების და აქსესუარების კატალოგში მოძიება და რეალიზაცია; სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა; შეკვეთილი ნაწილების და აქსესუარების მიწოდების ვადების მონიტორინგი და მომხმარებლის დროული ინფორმირება; მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამის პროგრამებში მუშაობა; სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებელთან, მოახლოებული გეგმური სერვისის შეხსენების მიზნით; ახალი ავტომობილების გაყიდვის და სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა; რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საავტომობილო სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება; საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა; ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა; ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში (Microsoft Office -Word, Excel, PowerPoint, Outlook & Google Workspace -Docs, Sheets, Gmail) მუშაობის გამოცდილება და საბაზისო დონეზე ცოდნა; ადამიანების გულწრფელი დახმარების სურვილი; დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; სამუშაო ადგილმდებარეობა: „პეჟო საქართველო”, დ.აღმაშენებლის ხეივანი 100, თბილისი. დეპარტამენტი: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტი დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.