ავტომობილის მრეცხავი
Job description
კომპანია „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არის ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის „ტოიოტა“-ს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის მრეცხავის პოზიციაზე. დასახელება: ავტომობილის მრეცხავი მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი გამოქვეყდა: 17 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ფუნქციები და პასუხისმგებლობები: ავტომანქანის შიდა სალონის მოწესრიგება მტვერსასრუტის გამოყენებით. გარეცხილი ავტომანქანის გამშრალება. მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები) პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ყურადღება დეტალების მიმართ და დროულად შესრულების უნარი; დროის მენეჯმენტის უნარი და დისციპლინირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ; გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად (არ არის სავალდებულო). დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 116 სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 – 17:30, შაბათ დღეს 09:30 საათიდან 14:00 საათამდე. ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე) რას გთავაზობთ ჩვენ: სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდში – ტოიოტას გლობალური სტანდარტების შესაბამისად. მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება. სოციალური პაკეტი და თანამშრომელზე ორიენტირებული პირობები. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/ პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. ანიჭებთ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით. დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, [email protected]