TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავტომობილის შემფასებელი

ავტომობილის შემფასებელი

Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: სერვის ცენტრში შესაფასებლად მისული ავტომობილის დახვედრა/დათვალიერება; შესაფასებლად მიღებული ავტომობილის დასურათება; ავტომობილის დაზიანებების ხარისხის და მოცულობის განსაზღვრა; დეფექტაციის აქტის მომზადება; დაზიანების ხარისხის და მოცულობის ამსახველი შესაბამისი ინვოისის მომზადება და პროგრამაში ასახვა; დიაზიანების შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების და საჭიროებების ცოდნა (ძარის აგებულება, სავალი ნაწილი, ელექტროობა, უსაფრთხოების კომპონენტები და სხვ.) სამღებრო სათუნუქე მიმართულებით ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება ჩაითველება უპირატესობად; სასურველია სადაზღვევო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/ . ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tKWPTtoc