B2B გაყიდვების მენეჯერი
Job description
„MS holding“ - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/ "MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. რისი გაკეთება მოგიწევს: დასავლეთ საქართველოში არსებულ პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის განვითარება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; სავაჭრო ობიექტების მონახულება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება; არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის კომერციულ და გადახდის პირობებზე შეთანხმება; პროდუქციის მახასიათებლების პროფესიონალურად წარდგენა და შეთავაზება; ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ქსელის გაფართოება; დებიტორული დავალიანებების კონტროლი და ამოღებაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; აუცილებელია MS Office-ის პროგრამების ცოდნა; სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება საკუთარი ავტომობილი. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ბათუმი ; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; ჯანმრთელობის დაზღვევა; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე. საწვავით უზრუნველყოფა; დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება! გისურვებთ წარმატებას! წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.