ბეტონის ქარხნის ფინანსური დირექტორი-მენეჯერი.
Job description
შპს „ჩემპიონი“ ბეტონის საწარმო ქარხანაში აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის ფინანსური დირექტორი-მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (რას ველით თქვენგან): ბიუჯეტის გეგმარება, ხარჯთაღრიცხვის წარმოება/კონტროლი და რენტაბელობის (ROI) გამოთვლა; ფულადი ნაკადების მართვა და მონიტორინგი: გაყიდვების დინამიკის, საკრედიტო ვალდებულებების და კომპანიის აქტივების სრული სინქრონიზაცია. ფინანსური რეპორტინგი: მოგება-ზარალის,ბალანსისა და სხვა ფინანსური რეესტრის მომზადება/ანალიზი ; მოლაპარაკებები და ფინანსური წარმომადგენლობა: საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან, ინვესტორებთან და პარტნიორ კომპანიებთან სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოება, რისკების დაზღვევა და კომპანიის საუკეთესო ფინანსური პირობების უზრუნველყოფა. ფინანსური ოპერაციების მართვა: ფინანსური/საბუღალტრო განყოფილების ზედამხედველობა, საგადასახადო რისკების პრევენცია და სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის დანერგვა. გუნდის ლიდერობა და მენტორობა: ფინანსური დეპარტამენტის მართვა, მოტივირებული სამუშაო გარემოს შექმნა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ვის ვეძებთ): უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ფინანსური მენეჯერის, ან უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ფინანსური აღრიცხვის სიღრმისეული ცოდნა; საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა; ბუღალტრული პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ფლობა; MS Excel-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა (რთული ფინანსური მოდელების აგება) უცხო ენების, ინგლისური/რუსული, ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნება და ბიზნესის სტრატეგიული ხედვა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; მოლაპარაკებების წარმართვისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი; სტრესულ გარემოში სწრაფი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი, უმაღლესი დონის ორგანიზებულობა და ფინანსური ვადების (დედლაინების) მკაცრი დაცვა. კომპანიის დამფუძნებლებთან და მმართველ გუნდთან ჰარმონიული, ღია და პროდუქტიული თანამშრომლობის უნარი; კოლეგიალურობა და კროს-ფუნქციური თანამშრომლობა ქარხანა მდებარეობს სოფელ გამარჯვებასთან, რუსთავთნ ახლოს. კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად: CV-ს შერჩევა; (კანდიდატს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი. მიუთითეთ რეზიუმეში) გასაუბრება. ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად CV-ს გამოგზავნა შეგიძლიათ მეილზე: [email protected] დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 551 299 399