ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანაშემწე
Job description
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად. სამუშაო განაკვეთი: სრული საშტატო რაოდენობა: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება. ცოდნა: სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია); საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემის ცოდნა; შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები. აკადემიის ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია: საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, სისტემატური შევსება უახლესი ან ახალი გამოცემებით მათი დაცვა და მკითხველთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მონაცემთა ბაზების შექმნა; საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების დანერგვის ხელშეწყობა; საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფოტოსურათი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება. დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 5 ადვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე). საკონტაქტო რეკვიზიტები: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52 [email protected]