TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:45სთ-18:15სთ) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. #9 ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების ასახვა; ** სალაროს ოპერაციების წარმოება; ** საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი; ** საბუღალტრო ბაზის დამუშავება; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; ** MS Excel-ის კარგი ცოდნა (Pivot Table, Lookup ფუნქციები, მონაცემთა დამუშავება); ** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1c, Oris, RS.ge და სხვა შესაბამისი პროგრამები); ** სასურველია ACCA, ან სხვა პროფესიული განვითარების კურსების სერთიფიკატი ან სწავლების პროცესი. პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი; ** პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი; ** პრობლემის დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც: ** პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას; ** არ მალავს შეცდომას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ახდენს ინფორმირებას; ** იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს; ** ორიენტირებულია განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე; ** პატივს სცემს სამუშაო პროცესებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; ** გამოცდილ გუნდთან მუშაობას; ** თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. უპირატესობად ჩაითვლება: ** სამედიცინო ან მრავალპროფილურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა; ** Power Query / Power Pivot / Power BI-ის საბაზისო ცოდნა; ** ავტომატიზაციისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. "თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.