TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

algi-audit Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

აუდიტორული კომპანია " ალგი აუდიტი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე. "ალგი აუდიტი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და პროფესიულ მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმოდგენილი კომპანიებს. კომპანია აქტიურად ეხმარება კლიენტებს ბიზნესის ეფექტიან და წარმატებულ მართვაში. სამუშაო პირობები: მდებარეობა: ქ. თბილისი. კლიენტი კომპანიის ოფისი. (საბურთალო) სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად; ** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; ** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში; ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; ** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად; ** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS); ** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ACCA-ს სასწავლო პროგრამის თანადაფინანსებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი". წარმატებებს გისურვებთ!