TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Chief Accountant

Chief Accountant

The Telegraph Hotel Tbilisi, Georgia
Posted Jul 29, 2026 5 days ago

Job description

მთავარი ბუღალტერი (Chief Accountant) პასუხისმგებელია სასტუმროს ფინანსური ოპერაციების მართვაზე, ზუსტი ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფაზე, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ეფექტური შიდა კონტროლის სისტემების განხორციელებაზე. მთავარი ბუღალტერი ხელმძღვანელობს ბუღალტრულ გუნდს და ანგარიშვალდებულია ფინანსური კონტროლერის წინაშე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ➢ ფინანსურ კონტროლერთან თანამშრომლობით უზრუნველყოს საბუღალტრო და ფინანსური კონტროლის პროცედურების დანერგვა და შესრულება, USALI მე-11 გამოცემის, IFRS-ის, ადგილობრივი საგადასახადო და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად . ➢ პასუხისმგებელია სასტუმროს ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა საგადასახადო ვალდებულების მართვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის გადასახადების სწორ გაანგარიშებაზე, დეკლარირებასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში გადახდაზე. ➢ მოამზადოს და წარუდგინოს სასტუმროს მფლობელებს წინასწარ შეთანხმებული ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებები, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციებისა და შესაბამისობის მოთხოვნებისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. ➢ უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის სახელფასო პროცესის ზუსტი და დროული განხორციელება. გამოთვალოს სასტუმროს თანამშრომლების ყოველთვიური ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის ხელფასები, ბონუსები და დაკავებები. ➢ მოამზადოს თითოეული დეპარტამენტის დეტალური ყოველთვიური სახელფასო ანგარიში და უზრუნველყოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელების (HODs) მიერ მისი დამტკიცება ხელფასებისა და ანაზღაურების გადახდამდე. ➢ ყოველთვიურად მოახდინოს სახელფასო ანგარიშების რეკონსილიაცია, რათა უზრუნველყოს ყველა გადახდისა და დაკავების სისწორე, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები. მოამზადოს შვებულების დარიცხვები და ყოველთვიური გამოუყენებელი შვებულების დღეების ანგარიში. ➢ აწარმოოს სათანადო საბუღალტრო და საგადასახადო ჩანაწერები, რათა გამარტივდეს ყოველთვიური და წლიური საგადასახადო აუდიტის პროცესი. ➢ დაეხმაროს საგადასახადო აუდიტორებს ყოველთვიური საგადასახადო შემოწმებების განხორციელების პროცესში. ➢ ითანამშრომლოს საგადასახადო აუდიტორებთან და მმართველი კომპანიის საგადასახადო მრჩეველთა გუნდთან სასტუმროს ოპერაციებთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებზე. ➢ განავითაროს და შეინარჩუნოს ძლიერი პროფესიული ურთიერთობები ბანკებთან, საგადასახადო და ფინანსურ აუდიტორებთან და სხვა გარე დაინტერესებულ მხარეებთან. ➢ კოორდინაცია გაუწიოს და მართოს შიდა და გარე აუდიტის პროცესები, უზრუნველყოს ყველა შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნასთან შესაბამისობა. ➢ გაუწიოს კონსულტაცია სასტუმროს ფინანსურ გუნდს, სხვა დეპარტამენტებსა და მენეჯმენტს სასტუმროს სპეციფიკურ ოპერაციებთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებზე. ➢ უხელმძღვანელოს და განავითაროს ფინანსური გუნდი, უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის პროფესიული მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობები. ფინანსური კონტროლერის არყოფნის პერიოდში შეასრულოს მისი ფუნქციები. ➢ მუდმივად განაახლოს ცოდნა თანამედროვე საბუღალტრო პრაქტიკის, საგადასახადო კანონმდებლობისა და ჰოსპიტალითის ინდუსტრიის ტენდენციების შესახებ. ➢ უზრუნველყოს ფინანსურ ანგარიშგებასა და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის დაცვა. ➢ მონაწილეობა მიიღოს სასტუმროს სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, უზრუნველყოს ფინანსური ანალიზი და შესაბამისი ფინანსური რეკომენდაციები.