დამხმარე სპეციალისტი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში
Job description
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია; სამუშაო საათები : 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს. ანაზღაურება - 1150 ლარი. ამატებითი ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით - 500 ლარამდე. ძირითადი მოვალეობა: შემომავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა; გზავნილების დახარისხება არსებული წესის დაცვით მათი შემდგომი დამუშავების/გაგზავნის მიზნით; გზავნილის ტომრის წონის შემოწმება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება ; გზავნილების სკანირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება; ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი; ყურადღება დეტალების მიმართ; გუნდური მუშაობა; პასუხისმგებლობის გრძნობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: გასაუბრება; მოსამზადებელი ეტაპი. დაინტერესებული პირებმა გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2951