TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დამრიგებლის ასისტენტი

დამრიგებლის ასისტენტი

Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დამრიგებლის ასისტენტის პოზიციაზე. მოვალეობები: დამრიგებლის ასისტენტი მოსწავლეს უქმნის პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, თავისუფალ დროს მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობაში, რომელთა ძირითადი მიზანია მოსწავლეთა განტვირთვა და კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. ასისტენტი უწევს მეთვალყურეობას, მოსწავლემ სწორად გაანაწილოს დრო, დამოუკიდებლად ან/და თანასწავლების პრინციპების გამოყენებით ხარისხიანად შეასრულოს საშინაო დავალება; ორგანიზებულად ჩაერთოს სკოლის მიერ შეთავაზებულ საკლუბო აქტივობებში. ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4 სამუშაო საათები: 15:00 - 18:00 აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავონ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამრიგებლის ასისტენტი. გისურვებთ წარმატებებს!