TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი

დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი

ათასწლეულის სკოლა თბილისი ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org ვეძებთ დაწყებითი საფეხურის კოორდინატორს , რომელიც იზრუნებს I-VI კლასების საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიან ორგანიზებაზე, დამრიგებელთა გუნდის განვითარებასა და თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ზრუნავს I-VI კლასების მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარების პროცესის ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგზე; კოორდინაციას უწევს დამრიგებლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობას, რათა თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი; აქტიურად თანამშრომლობს შესაბამისი სკოლის ფსიქოლოგებთან, ადმინისტრაციასა და სხვა გუნდებთან; დამრიგებელთა გუნდთან ერთად გეგმავს და ავითარებს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის „სხვა დღეს“, დილის შეხვედრებსა და გახანგრძლივებულ პროგრამას; ხელს უწყობს დამრიგებელთა პროფესიულ განვითარებას, გუნდური თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებასა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას; ადამიანური რესურსების მენეჯერთან ერთად მონაწილეობს ახალი დამრიგებლების შერჩევის, ადაპტაციისა და განვითარების პროცესში; მშობლებთან ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას და უზრუნველყოფს ეფექტურ, რეგულარულ კომუნიკაციას; მონაწილეობს სკოლის სტრატეგიული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება განათლების ადმინისტრირების, განათლების მეცნიერებების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; სასურველია არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ლიდერული, ორგანიზების, თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილებების მიღებისა და პროცესების კოორდინირების გამოცდილება; პროფესიული განვითარების სურვილი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში. სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.