TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დღის ცენტრის ფსიქოლოგი

დღის ცენტრის ფსიქოლოგი

Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან, იყოთ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ მათ განვითარებასა და მხარდაჭერაში, შემოგვიერთდით. ძირითადი მოვალეობები: ბენეფიციართა პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება ინდივიდუალური მომსახურების/განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა ბენეფიციარებთან ბენეფიციართა პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა (გაძლიერება და მონიტორინგი) ბენეფიციართა შეფასება-გადაფასების პროცესში მონაწილეობა ყოველთვიური ანგარიშებისა და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მეთოდების ცოდნა MS Office-ის საბაზისო ცოდნა პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ემპათიურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი პროფესიული განვითარების სურვილი სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: „დღის ცენტრის ფსიქოლოგი” განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026.