დიასახლისი
Job description
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქი“ -ში ვეძებთ დიასახლისს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ოფისის და ვერანდის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად; ოფისში სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენ კი გთავაზობთ: ულიმიტო სამგზავრო ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას; ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები); სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.