დისტრიბუტორი
Job description
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, მაკფა, ფერმას, ლინდტი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ახალციხეში დისტრიბუტორის თანამდებობაზე. კომპანიის მოთხოვნები და პირობები: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი ** სამუშაო განაკვეთი - სრული ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** აუცილებელი პირობა: მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ** სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა ** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი ** კომუნიკაბელურობა ** გუნდურობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი მოვალეობები: ** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი ** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის ** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი. ** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით შემდეგ მეილზე: [email protected] მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება; 9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."