ძირითადი ანგარიშების უმცროსი მენეჯერი
Job description
სს "ქართული ლუდის კომპანია" (GBC) არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვან პორტფელს. 2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს. Tempo Beverages არის ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან — და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე. Daily Group არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს. საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას. პოზიციის შესახებ: ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ Junior Key Account Manager (Retail Chains)-ს, რომელიც ჩაერთვება ქსელურ საცალო ობიექტებთან თანამშრომლობის განვითარებაში, კომერციული ურთიერთობების მართვასა და გაყიდვების ზრდის მხარდაჭერაში. სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** ქსელური საცალო გაყიდვების არხების განვითარება კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად; ** პარტნიორ ქსელურ ობიექტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და მართვა; ** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმების კოორდინაცია; ** გაყიდვების დაფარვისა და შედეგების ანალიზი; ** რეპორტინგის მომზადება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავება; ** გაყიდვების გუნდის ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება; ** სავაჭრო და სარეკლამო აქტივობების კოორდინაცია პარტნიორ ქსელებში; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა საერთო ბიზნეს მიზნების მისაღწევად; ** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ყოველდღიური ამოცანების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მარკეტინგი, ეკონომიკა ან მონათესავე მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად); ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ტრანსპორტირებას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის გუნდის წევრი. განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: Junior Key Account Manager (Retail Chains) სხვა შემთხვევაში განაცხადი შესაძლოა არ განიხილებოდეს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] , თქვენი სახელის და გვარის მითითებით.