ექიმი-უროლოგი
Job description
შპს " გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექიმი-უროლოგი ჩვენს შესახებ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამუშაო დრო და ადგილი: ** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1 ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული მიღება, კონსულტაცია, ანამნეზის დეტალური შეკრება და ობიექტური გასინჯვა. ** შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად. ** უროლოგიური პროფილის მცირე ინვაზიური მანიპულაციების ჩატარება (მაგ: ცისტოსკოპია, კათეტერიზაცია, ბიოფსია, ჭრილობის დამუშავება). ** პაციენტის მდგომარეობის დინამიკაში შეფასება, რეაბილიტაციისა და შემდგომი პრევენციის გეგმის შემუშავება. ** სამედიცინო დოკუმენტაციის (ელექტრონული და მატერიალური) ზუსტი, დროული და მოქმედი რეგულაციების შესაბამისი წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება. ** სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "უროლოგია". ** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული სპეციალობით. ** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია. ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ბენეფიტები: ** კომფორტულ და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამუშაო გარემოს. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ** მეგობრულ და კოლეგიალურ ატმოსფეროს. ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე [email protected]