ექთანი - სხვადასხვა
Job description
შპს " აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა " - რესპუბლიკური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ** კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის (რეანიმაციის) ექთანი , მორიგეობის გრაფიკი - 24 სთ. საათობრივი ანაზღაურება დარიცხული 7.6 ლარი , 24 საათში - 182.4 ლარი დარიცხული. ** ნევროლოგიის დეპარტამენტის ექთანი , გრაფიკი - 12 ან 24 სთ. საათობრივი ანაზღაურება დარიცხული 6.25 ლარი , 24 საათში - 150 ლარი დარიცხული. ** ER გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის (emergency) ექთანი , მორიგეობის გრაფიკი - 24 სთ. საათობრივი ანაზღაურება დარიცხული 7 ლარი , 24 საათში - 168 ლარი დარიცხული. ** ქირურგიული დეპარტამენტის ექთანი , მორიგეობის გრაფიკი - 24 სთ. საათობრივი ანაზღაურება დარიცხული 5.75 ლარი , 24 საათში - 138 ლარი დარიცხული. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29; ფუნქციები: ** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით; ** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; ** დოკუმენტწარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ** ინფექციის კონტროლის კუთხით შემუშავებული ნორმების დაცვა; ** საექიმო პროცედურებში ექიმის ასისტირება, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში; ** უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე - პრაქტიკოსი ექთანი (დიპლომი). ** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი) - საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი (დიპლომი). ** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო ** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - მედიცინა (სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი) -დიპლომირებული მედიკოსი ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი საექთნო მიმარულთებით. ** უპირატესობა მიენიჭება პოსტდიპლომური უწვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის მქონე ექთანს. პიროვნული თვისებები: ** დისციპლინირებული, ** პასუხისმგებლიანი, ** შრომისმოყვარე, ** კეთილსინდისიერი, ** გუნდური პრინციპით მომუშავე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 00 63 73 კლინიკის მთავარი ექთანი. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და განყოფილების დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. ვაკნასიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 20 ივლისი .