ელ კომერციის და Maleo-ს კოორდინატორი
Job description
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ელ კომერციის და Maleo-ს კოორდინატორი სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შუალედში; შაბათი - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შესვენების გარეშე. ანაზღაურება: 2000 ლარი ძირითადი ფუნქციები: ტრანზიტული და კომერციული ტვირთის/გზავნილების მიღების, გადმოტვირთვის, რეგისტრაციისა და დახარისხების პროცესის კონტროლი; გზავნილების საჰაერო ან სახმელეთო გზით გაგზავნის პროცესის კოორდინაცია; საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება, წარდგენა და შესაბამისი პროცესების კონტროლი; ხარვეზიანი გზავნილების შემთხვევაში დოკუმენტაციის შეგროვება და გამომგზავნის ინფორმირება; საბაჟო ორგანოსთან და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია; ანგარიშების მომზადება და დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა MS Office-ის ცოდნა; სამუშაოსთვის საჭირო პროგრამულ სისტემებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. მართვის მოწმობა - B კატეგორია კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: გასაუბრება; მოსამზადებელი ეტაპი. დაინტერესებული პირებმა გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2988