ელექტრიკოსი
Job description
თბილისის რძის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. ანაზღაურება: ხელზე 1600₾ – 2000₾ სამუშაოს აღწერა: საწარმოო ხაზების ელექტროაღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა და შეკეთება: ელექტროძრავები (0.37–75 კვტ), სიხშირის გარდამქმნელები (Danfoss, Siemens, ABB), ავტომატიზაციის სისტემები (PLC Siemens S7, Omron, Schneider Electric), ტემპერატურის, წნევის, დონის სენსორები და pH-მეტრები. ახალი დანადგარების მიერთება და გამართვა, კაბელური ტრასების მოწყობა აგრესიულ საწარმოო გარემოში (მაღალი ტენიანობა, სარეცხი საშუალებები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები). სიხშირის გარდამქმნელების პარამეტრების კონფიგურაცია, სენსორების კალიბრაცია, აღმასრულებელი მექანიზმების (სარქველები, ელექტროძრავით მართვადი ჩამკეტები) მუშაობის შემოწმება. ახალი დანადგარების გაშვება-გამართვისა და ავტომატიზაციის სისტემების მოდერნიზაციის პროცესში მონაწილეობა. იზოლაციის წინააღმდეგობისა და დამიწების გაზომვების ჩატარება, დამცავი გამორთვის მოწყობილობებისა (RCD/УЗО) და ავტომატური ამომრთველების შემოწმება. ელექტროსქემებისა და ელექტროაღჭურვილობის ტექნიკური პასპორტების მომზადება და განახლება. საწარმოო საამქროებში ელექტროუსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაღალი ტენიანობის პირობებში), ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის წესებისა და ადგილობრივი ნორმების დაცვა. მექანიკოსებთან კომპლექსური სარემონტო სამუშაოების, ხოლო ტექნოლოგებთან საწარმოო პროცესის პარამეტრების გამართვის მიზნით თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო სპეციალური (ელექტრომონტიორი, ელექტრომექანიკოსი) ან უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტროტექნიკა, ავტომატიზაცია). მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ელექტრიკოსად მაღალი ტენიანობის მქონე საწარმოებში (კვების, ქიმიური ან ფარმაცევტული წარმოება). ელექტროძრავების მართვის სქემების ცოდნა (პირდაპირი გაშვება, „ვარსკვლავი- სამკუთხედი“, სიხშირით რეგულირება). PLC სისტემების პროგრამირებისა და დიაგნოსტიკის გამოცდილება (Siemens TIA Portal, STEP 7, Omron CX-Programmer) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. სამრეწველო ქსელების ცოდნა (Profibus, Profinet, Modbus, 4–20 mA, 0–10 V). მულტიმეტრით, ოსცილოგრაფითა და კალიბრატორით მუშაობის უნარი. ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფის დამადასტურებელი მოწმობა (1000 ვოლტამდე სამუშაოებისთვის). კვების მრეწველობის სპეციფიკის ცოდნა: IP65/IP67 დაცვის კლასის კორპუსები, უჟანგავი ფოლადის გამოყენება, CIP რეცხვის სისტემები. ცვლაში მუშაობის, ავარიულ გამოძახებებზე რეაგირებისა და მაღალი ტენიანობის პირობებში მუშაობის მზადყოფნა. ქართული და რუსული ენების ცოდნა. სამუშაო პირობები: 8-საათიანი სამუშაო დღე. დასვენების დღეები: შაბათი და კვირა. კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო ინსტრუმენტებითა და საზომი მოწყობილობებით. კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა (PLC სისტემებისა და სიხშირის გარდამქმნელების კურსები). დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995591260545