ელექტრიკოსი
Job description
შემოუერთდით " Hampton by Hilton Batumi Center "-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში! ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პრაქტიკულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ელექტრიკოს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა - ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის! პოზიცია: ელექტრიკოსი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** ახორციელებს ტექნიკური აღჭურვილობის პრევენციულ მოვლას სასტუმროს ნომრებში, საერთო და სერვის სივრცეებში, რაც მოიცავს სისტემების სისტემატურ შემოწმებას, კალიბრაციას და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელებას; უზრუნველყოფს ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს. ** ახორციელებს HVAC, წყალგაყვანილობის, ელექტრო წრედების, განათების და სხვა მექანიკური სისტემების რეგულარულ ინსპექციას და საჭიროებისამებრ შეკეთებას. ** ფლობს შენობის მართვის სისტემების (BMS) ცოდნას და ახორციელებს სისტემურ შეტყობინებებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას. ** უზრუნველყოფს პრევენციული მოვლის გრაფიკის შესრულებას და დანადგარებისა და სივრცეების შენარჩუნებას განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით. ** ზრუნავს უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, ავარიული გასასვლელები, საინფორმაციო ნიშნულები) უწყვეტ და გამართულ მუშაობაზე და უზრუნველყოფს მათი შესაბამისობას ადგილობრივ რეგულაციებთან. ** აწარმოებს ტექნიკური სამუშაოების დეტალურ ჩანაწერებს (სამუშაო შეკვეთები, ინსპექციები, შეკეთებები) და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას. ** თანამშრომლობს ჰაუზქიფინგსა და სხვა დეპარტამენტებთან ტექნიკური პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით. ** ზრუნავს ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის, ასევე სამუშაო სივრცეების სათანადო მდგომარეობაზე. ** ზრუნავს და აქტიურად განავითარებს საკუთარ ტექნიკურ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს, მუდმივად მიიწევს წინ განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის. სხვა მოვალეობები: ** საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება) ** აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში ** ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა კვალიფიკაცია და უნარები: ** სავალდებულოა პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზებულ სფეროში: ელექტროობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში ან ინჟინერიის სფეროში ** HVAC, ელექტრო, სანტექნიკურ და მექანიკურ სისტემების ცოდნა ** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ბათუმი , რუსთაველის 20 ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: შეთანხმებით გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** კვებითი უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო" ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში ** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!