Front Desk Receptionist
Job description
Front Office Receptionist / ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი Margot Old Tbilisi Hotel | Tbilisi, Georgia შემოუერთდით Margot Hotels-ის გუნდს! Margot Old Tbilisi ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და სტუმარზე ორიენტირებულ ფრონტ ოფისის ადმინისტრატორს (Receptionist) , რომელიც იზრუნებს სტუმრების უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და სასიამოვნო გამოცდილების შექმნაზე. ძირითადი მოვალეობები სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out); ჯავშნების მიღება, ცვლილება და მართვა; სტუმრების კომუნიკაცია ტელეფონით, ელფოსტითა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით; ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებისა და ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ; გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; კოორდინაცია Housekeeping-ისა და სხვა დეპარტამენტებთან; სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური გადაწყვეტა; მომსახურების მაღალი სტანდარტის მუდმივი უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office; PMS სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში; ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სტუმართმოყვარე დამოკიდებულება. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კარიერული ზრდის პერსპექტივას Margot Hotels -ის ქსელში. ჯანმრთელობის დაზღვევას სამუშაო ადგილი: ქეთევან წამებულის გამზირი #27 გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: [email protected] გისურვებთ წარმატებებს!