TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

nimbi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

მეღვინეობა "ნიმბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი; ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ფუნქცია-მოვალეობები: ** განსაზღვრული გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება. ** არსებული კლიენტების (სავაჭრო ქსელები, სადისტრიბუციო კომპანიები, ღვინის მაღაზიები, HoReCa სექტორი) მართვა, განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ** ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბება. ** კომპანიის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია, პროდუქციის ოპტიმალური წარმოდგენის უზრუნველყოფა გაყიდვის წერტილებში. ** გაყიდვების ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება. ** კლიენტების შეკვეთების მართვა, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და შეთანხმებული პირობების ფარგლებში თანამშრომლობის წარმართვა. ** კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროულად მიღების უზრუნველყოფა. ** გაყიდვების შედეგების, ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან. ** კომპანიის მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციებში, პრომოაქტივობებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის პოპულარიზაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; (ღვინის, ალკოჰოლური სასმელების ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.) ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი KPI-ის მიხედვით); ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** კორპორატიულ ტრენინგებს; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- "გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.