TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

არქი ბათუმი ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს სამუშაო ადგილი: ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N25 მისი ფუნქციები იქნება: მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა; სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით; პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა; მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება; პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება; მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა; გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით : http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.