გაყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია "ბაკურველის მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: არსებული კლიენტების (სადისტრიბუციო კომპანიები, ღვინის მაღაზიები, HoReCa სექტორი) მართვა, განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბება. გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება. კლიენტების შეკვეთების მართვა, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. კომერციული შეთავაზებების მომზადება და შეთანხმებული პირობების ფარგლებში თანამშრომლობის წარმართვა. კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროულად მიღების უზრუნველყოფა. გაყიდვების შედეგების, ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან. კომპანიის მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციებში, პრომოაქტივობებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის პოპულარიზაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ღვინის, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 2,000 ლარი; დამატებითი პრემია - პროცენტი გაყიდვებიდან. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.