გაყიდვების ოპერატორი სერვისცენტრში
Job description
შპს "საქართველოს ფოსტის" საოპერაციო მიმართულებაში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში ანაზღაურება - 1100 ლარი სამუშაო განრიგი: მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. ძირითადი მოვალეობები: სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა; მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება; მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა; მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; MS პროგრამების საბაზისო ცოდნა; მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება. უნარ–ჩვევები: სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი. სხარტი აზროვნების უნარი; ყურადღება დეტალების მიმართ; მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: გასაუბრება; მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა. ამ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2532