გარე გაყიდვების წარმომადგენელი
Job description
შპს " პპ ჰაბი " აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე. დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/ სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132 ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი მომხმარებლებისა და პარტნიორების მოძიება; ** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება; ** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების განხორციელება; ** ბაზრის მონიტორინგი ** გაყიდვების გეგმის შესრულება; ** გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია; ** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ან ავტომობილებისა და ავტონაწილების კარგი ცოდნა აუცილებელია; ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** განვიხილავთ სტუდენტ კანდიდატებსაც, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და განვითარების სურვილი. (ხელშეწყობით) ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ს; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით); ** დამატებით ბონუსურ სისტემას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "გარე გაყიდვების წარმომადგენელი". მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!