გენერალური მენეჯერი
Job description
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე „მასტერ კოფი” აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელის „ კოფისტას “- გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები კაფის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია; თანამშრომელთა გუნდის მართვა, მოტივაცია, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; გაყიდვებისა და კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და განვითარება; გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება; გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგება და მაჩვენებლების მართვა; პროდუქტის ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების დაგეგმვა; კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და მომწოდებლებთან; ბიზნესის განვითარების ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება; ფინანსური მაჩვენებლების, ბიუჯეტის, ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი; მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და გუნდის მუდმივი მონიტორინგი; მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და საჩივრების ეფექტური მართვა; კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით); მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, სასურველია HoReCa სექტორში; ოპერაციული და ფინანსური მართვის გამოცდილება; ლიდერული და გუნდური მართვის ძლიერი უნარები; მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა; MS Office-ის პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა; გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; დროის ეფექტურად მართვა; ინიციატივიანობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (განიხილება გასაუბრების ეტაპზე); სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00; ჯანმრთელობის დაზღვევა; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:გენერალური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.