გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი
Job description
თუ გერმანულ ენას თავისუფლად ფლობთ და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურთ, შემოუერთდით Green Flow-ის გუნდს. Green Flow აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: გერმანულენოვან კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა და შეთავაზება; კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა (სასურველია B2 დონეზე); ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 11:45 – 20:00 რას გთავაზობთ: ფიქსირებულ ანაზღაურებას $800-დან; ბონუსების სისტემას, რომლის გათვალისწინებითაც საშუალო ყოველთვიური შემოსავალი $2,000–$4,000-ს აღწევს; კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას; კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით!